Belive

შერმადინმა არვიდას საბონისსაც გადაასწრო და ესპანეთის ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგის კიდევ ერთი – საკმაოდ პრესტიჟული რეკორდი დაამხო. ტენერიფეს ქართველი ცენტრი გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ამით ის ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა. 

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატების ტურის MVP მე-20-ედ გახდა, რაც ამ ლიგის აბსოლუტური რეკორდია. აქ უთამაშია არვიდას საბონისს, ლუკა დონჩიჩს, ესპანური კალათბურთის გამორჩეულ ვარსკვლავებს, თუმცა ყველაზე მეტჯერ ეს პრესტიჟული ჯილდო, გიორგი შერმადინმა დაიმსახურა.

შერმადინი მიმდინარე წლის 6 იანვარს გაუთანაბრდა არვიდას საბონისსა და ლუ როს, როცა მე-17 ტურის MVP გახდა და ამჯერად, 25-ე ტურის იგივე პრიზის მოგებით ისტორიაში შევიდა. შერმადინი გასულ ტურში შეუჩერებელი იყო ანდორასთან სტუმრად მოგებულ მატჩში, სადაც მან თავის ყოფილ გუნდთან 23 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. მისი სარგებლიანობის ინდექსი, რამაც 37 შეადგინა, ვერავინ გადაფარა და გიორგიც ესპანური ლიგის ახალი რეკორდსმენი გახდა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინს ეკუთვნის ესპანეთის უმაღლესი ლიგის რეკორდი თვის MVP-ის ტიტულებშიც. ქართველი ცენტრი ამ ნომინაციაში საუკეთესოდ 12-ჯერ დაასახელეს. შერმადინის კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე პრესტიჟული შედეგია ის, რომ ქართველი ცენტრი ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ – 2020-2021 და 2022-2023 წლების სეზონებში გახდა. 

gbf.ge

სხვა სტატიები