Belive

შერმადინის ტენერიფემ პინარ ქარშიაქას მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის K ჯგუფის მე-5 ტურში, ,,ტენერიფემ'' ,,პინარ კარშიაქას'' უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:79 დაამარცხა.

მატჩში 17 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, რომელმაც 14 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ ტიმ აბრომაიტისს (22), ხოან სასტრესა (19) და მარსელინიო უერტასს (17) ჩამორჩა.

,,ტენერიფემ'' ამ გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური გაიფორმა. შერმადინის გუნდი პლეი-ოფის შეხვედრამდე ჯფუფის ბოლო ტურის მატჩს 19 მარტს, ,,პერისტერის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები