Belive

შერმადინის 20 ქულა და 5 მოხსნა ბასკონიას წინააღმდეგ

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ლიგა ACB-ს 27-ე ტურის შეხვედრაში "ტენერიფესა" და "ბასკონიას" დაპირისპირება შედგა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 83:81 დასრულდა.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ "ტენერიფეს" გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი შერმადინმა დაიდო, რომელმაც 20 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები