გიორგი შერმადინის ტენერიფე თად მაკფადენის სარაგოსასთან დამარცხდა
გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფე" ლიგა ენდესას მე-15 ტურში თად მაკფადენის "ბასკეტ სარაგოსასთან" 64:70 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა არასრულ 28 წუთში 7 ქულა 7 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
თად მაკფადენმა კი 25 წუთი ითამაშა და 5 ქულის, 2 ასისტის დაგროვება შეძლო.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა სარაგოსელთა რიგებიდან მიჩელ ვატს ჰქონდა, 14 ქულა ბელ ჰეინსმა მიითვალა, ხოლო "ლენოვო ტელერიფეს" კალათბურთელებიდან საუკეთესო უერტასი იყო 11 ქულით.
Derrota ante el #CasademontZaragoza
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) December 22, 2023
💛🖤 #VamosCanarias #LenovoTenerife #TeToca pic.twitter.com/RHCexNuAGj
"ლენოვო ტენერიფეს" ესპანეთის ჩემპიონატში 14 ქულა აქვს (7 მოგება და 8 წაგება) და მე-10 ადგილს იკავებს, "ბასკეტ სარაგოსას" ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს, როგორიც ტენერიფეს და მე-11 ადგილზეა.
შემდეგ მატჩს გიორგი შერმადინის გუნდი 28 დეკემბერს "გრანადას" წინააღმდეგ ჩაატარებს, იმავე დღეს თად მაკფადენის გუნდი "მორაბანკი ანდორას" დაუპირისპირდება.