Belive

შერმადინის 11 ქულა | ჩემპიონთა ლიგის ფინალში გალათასარაი გავიდა

6 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, გიორგი შერმადინის "ტენერიფე" "გალათასარაისთან" 80:90 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

ქარტველმა ცენტრმა პარკეტზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც გუნდს 11 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა. აღსანიშნავია, რომ შერმადინს 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა (4/4 ორქულიანი, 3/3 საჯარიმოს ხაზიდან).

მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში საქმეს ბერძნული „აეკი“ და ესპანური „უნიკახა“ გაარკვევენ. მათ შორის გამარჯვებული ფინალში გალათასარაის დაუპირისპირდება, ხოლო დამარცხებული მესამე ადგილისთვის ტენერიფესთან ითამაშებს.

ტენერიფემ წაგებული ნახევარფინალის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი შერმადინი აირჩია.

სხვა სტატიები