შერმადინი საუკეთესო იყო | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია
21 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მე-3 მატჩში ტენერიფემ გალათასარაის უმასპინძლა და 40-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 99:59 დაამარცხა. შედეგად, ესპანურმა გუნდმა სერიაში 2:1 იმარჯვა და ოთხთა ფინალში გავიდა.
გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელმაც არასრულ 19 წუთში 20 ქულა, 14 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანისა და 10-დან 10 საჯარიმოს ჩაგდება შეძლო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.
შერმადინის გუნდი ოთხთა ფინალში ლიეტუვურ რიტასს დაუპირისპირდება. მე-2 ნახევარფინალურ წყვილში კი ერთმანეთს უნიკახა და აეკი ხვდებიან.
🏆 I’m Sherminator…call me MVP 💛🖤
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) April 15, 2026
🤝 @costa_adeje pic.twitter.com/pUBETiFg7s