შერმადინი საკუთარ გუნდთან ერთად საკონტინენტთაშორისო თასის ჩემპიონია!
4 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში "ვირტუს ბოლონიას" წინააღმდეგ შესანიშნავი ასპარეზობის შედეგად ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოირგო.
ფინალამდე მისასვლელ გზამდე "ტენერიფემ" "რიო გრანდე" დაამარცხა, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის G-ლიგის გუნდია. ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი შერმადინმა 26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 23 ქულას მოუყარა თავი და შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიაზე გიორგი შერმადინი საქართველოს დროშით იყო.🌍 It's Shermadini's world and we're living in it! 13PTS in the first half for @CB1939Canarias' big man! #IntercontinentalCup 📺 https://t.co/srpd4PFTwA pic.twitter.com/hdd8jabY2F — FIBA Intercontinental Cup (@FIBAIC) February 9, 2020