სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში
3 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მილუოკ ბაქსის" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა, G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" შემადგენლობაში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და კლუბს გამარჯვებაში დაეხმარა.
სანდროს კლუბმა მეტოქე 114:102 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლეს გამარჯვების მოპოვება. მამუკელაშვილმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი შემდეგია: 22 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. ამ სტატისტიკით ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.This team has no quit. We battle back again tonight vs. Fort Wayne to secure the victory and remain undefeated at 5-0!!#HerdUp pic.twitter.com/oR0UO3XjPp — Wisconsin Herd (@WisconsinHerd) November 22, 2021