შერმადინი ნაკრებში ბილბაოსთან მოგებული MVP-ის ტიტულით მიემგზავრება
გიორგი შერმადინი ჩვეულ, ზემძლავრ ფორმაშია. ზედიზედ მეორედ ქართველი ცენტრი ტენერიფეს მოგებული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტენერიფელებმა ბილბაოს უმასპინძლეს და შერმადინის წინამძღოლობით იოლად – 73:57 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების წევრმა ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო და სარგებლიანობის ინდექსიც ყველაზე უმეტესი ჰქნოდა. შესაბამისად, შერმადინს დამსახურებულად გადაეცა MVP-ის ტიტული.
გიორგიმ 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. მან 12-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 26 დაუგროვდა. შერმადინის შემდეგ ტენერიფეში 11 ქულით დორნკამპი გამოირჩა. 10 ქულა მარსელინიო უერტასის ანგარიშზეა.
ლენოვო ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატში 6 მოგებით და 1 წაგებით ლიდერია, მომდევნო შეხვედრას კი 19 ნოემბერს, შინ ვალენსიასთან გამართავს. თუმცა, მანამდე გიორგი შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად ისლანდიასა და იტალიასთან მატჩები ელოდება. შერმადინი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რეიკიავიკში 8 ნოემბერს შეუერთდება.
წყარო: gbf.ge