შერმადინი კლუბში ბრწყინვალედ დაბრუნდა - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საერთაშორისო ევროპული საკალათბურთო შეჯიბრები დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "ტენერიფემ" ლიეტუვურ "რიტასს" უმასპინძლა და 15 ქულიანი სხვაობით 89:74 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების ცენტრი - გიორგი შერმადინი იყო.
შერმადინმა პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 18 ქულა და 6 მოხსნა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგის ნასროლი შვიდი 2-ქულიანიდან 6 ზუსტი იყო.
"ტენერიფე" Vs. "რიტასი" | მიმოხილვა