"შენგელიას თამაშის შესაძლებლობას მივცემ" - სკარიოლო
უმძიმესი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია მოედანს უბრუნდება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" ლიდერის დაბრუნება ევროლიგის მე-6 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრაში მოხდება.
- სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ”
- ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
მე-6 ტურის შეხვედრაში, "ვირტუსისა" და "ვილერბანის" დაპირისპირება შედგება. ბოლონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა - სერჯო სკარიოლომ აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანეს მატჩში, შენგელიას რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობას მისცემს.
"ძალიან სახიფათო მეტოქე გვყავს, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ნანდო დე კოლოს სახით, "ვილერბანში" ევროლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი ასპარეზობს. მიხარია, რომ თოკო შენგელია ისევ ჩვენთანაა. შენგელიას პარკეტზე დაბრუნების დრო მოვიდა და რამდენიმე წუთით თამაშის შესაძლებლობას მივცემთ", - აღნიშნა სკარიოლომ
Virtus Bologna a Madrid, Scariolo: "Obiettivo rimanere concentrati su noi stessi"
— Pianeta_Basket (@PianetaBasketIT) October 26, 2022
Con la squadra anche Tornike Shengelia#EuroLeaguehttps://t.co/hUnGOMJ52c
შეგახსენებთ, 31 წლის შენგელია აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშავდა. შენგელიას ოპერაცია ჩაუტარდა და ვარჯიშიც მოსალოდნელზე ადრე განაახლა.