შენგელიას სოლიდური ორმაგი დუბლი | ვირტუსი იტალიის თასს გამოეთიშა
იტალიის თასის 1/4 ფინალში "ვირტუს ბოლონია" "რეჯინასთან" 72:81 დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ბოლონიელებისთვის თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, პირველი მეოთხედი 5 ქულით მოიგეს, ბოლო მეოთხედის სტარტზე კი ისევ იგებდნენ 1 ქულას, თუმცა მატჩის ბოლო წუთები გადამწყვეტი გამოდგა, როცა რეჯინამ ვირტუსს გაქცევა მოუწყო და 9-ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 33 წუთი გაატარა და ბრწყინვალე ციფრები დააფიქსირა, ის ერთადერთი იყო ორივე გუნდის კალათბურთელებს შორის, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკეს 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3-ჯერ ჩააგდო პერიმეტრიდან, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, მეტოქეს კი ერთხელ დააფარა.
ვირტუსი მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით, 29 თებერვალს, "ვალენსიას" წინააღმდეგ ითამაშებს.