Belive

შენგელიას შედეგიანი მატჩი | ბარსელონამ სტუმრად ბაიერნს მოუგო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-10 ტურში ბარსელონამ ბაიერნი სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 75:74 დაამარცხა. მიუნხენურ გუნდს მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა შეეძლო, თუმცა თამაშის დასრულებამდე 1 წამით ადრე, სპენსერ დინვიდიმ 2-დან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა.

თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას ძირითად ხუთეულში იყო, არასრულ 28 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა (ყველაზე მეტი ბარსას რიგებში), 4 შედეგიანი გადაცემა (ყველაზე მეტი მატჩში სატორანსკისთან ერთად) და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ დღევანდელ მატჩში 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 16 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ტომაშ სატორანსკის ჩამორჩა.

ბარსელონა, რომელიც 6 მოგებითა და 4 წაგებით ევროლიგის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას პარასკევს, 14 ნოემბერს, ვირტუს ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები