შენგელიას გუნდმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა
იტალიური კალათბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, "ვირტუს ბოლონიამ" სერჯო სკარიოლო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, საკალათბურთო კლუბის მფლობელებმა, გამოცდილ მწვრთნელს მედიასთან გაკეთებული კომენტარები არ აპატიეს და კონტრაქტი გაუწყვიტეს. საქმე ეხება კლუბის დაკომპლექტების საკითხს, რომელზეც სკარიოლომ აღნიშნა, რომ სელექციას და კალათბურთელების მოყვანას კლუბის მფლობელები ახორციელებენ და გულშემატკივრებს პრეტენზიებიც მათთან უნდა ჰქონდეთ.
სკარიოლოს სიტყვებს "ვირტუს ბოლონიას" მფლობელებმა მყისიერი რეაქციით უპასუხეს და 62-წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდიდან გაუშვეს.
13 სექტემბერს, მთავარი მწვრთნელის მიერ გაკეთებული კომენტარები, ზიანს აყენებს გუნდის ატმოსფეროს და აზარალებს ადამიანებს, რომლებიც ახალ სეზონში მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად ემზადებიან. - ვირტუს ბოლონია
შეგახსენებთ, სკარიოლო "ვირტუს ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა - თორნიკე შენგელია იტალიურ კლუბს 2022 წელს შეუერთდა და მთავარი მწვრთნელისგან არაერთი შექება დაიმსახურა.