Belive

თორნიკე შენგელია მატჩში საუკეთესო იყო - ვირტუსს 3-დან 3 მოგება აქვს

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ვენეცია" 68:76 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ მატჩში 23 წუთი ითამაშა და საუკეთესო იყო, ქართველმა კალათბურთელმა 17 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო) და 4 მოხსნა მიითვალა.

"ვირტუსის" კალათბურთელებიდან თოკოს შემდეგ ყველაზე შედეგიანი მარკო ბელინელი იყო 11 ქულით.

"ვირტუს ბოლონიას" იტალიის ჩემპიონატში 3-დან 3 მოგება აქვს და "ტრიესტესთან" ერთად პირველ ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით, კაუნასის "ჟალგირისის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 15 ოქტომბერს 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები