Belive

შენგელიამ ბასკონიაში კარიერის რეკორდი დაამყარა (ვიდეო)

4 წლის წინ კალათბურთი
2 წთ
თორნიკე შენგელიას ფანტასტიკური შედეგი ევროლიგაში. ესპანური “ბასკონიას” ქართველმა კაპიტანმა ისრაელის “მაკაბისთან” მე-8 ტურის მატჩში 31 ქულა მიითვალა. თორნიკეს კარგი თამაშის მიუხედავად, ესპანური გუნდი საშინაო არენაზე 83:113 დამარცხდა. მატჩის მეორე პერიოდი ბასკონიელებმა 11:27 წააგეს, რის შემდეგ 32:55 ჩამორჩნენ და ფაქტობრივად წასაგებად გაიწირნენ. მასპინძელთა გუნდში ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველი ლეგიონერი გახლდათ, რომელმაც 36:09 წუთში 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შემგელიამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად ქართველის სარგებლიანობის ინდექსმა 32-ს მიაღწია, რაც, ცხადია, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო. ძნელია, მისი ეს მონაგარი მე-8 ტურში ვინმემ გადაფაროს, თუმცა მიენიჭება თუ არა მას ტურის MVP-ის ტიტული, ამას ევროლიგის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს. ამ სეზონში შენგელია ორჯერ დაასახელეს ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ, თუმცა ორჯერვე ამაზე ნაკლები მარგი ქმედების კოეფიციენტი – 28 ჰქონდა. 31 ქულა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია ბასკონიას ფორმით (არა მხოლოდ ევროლიგაში). მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მეტი ჰქონია – 2017 წელს ცსკა-სთან – 33. 3 მოგებითა და 5 მარცხით “ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს, ვიტორიაში, მოსკოვის "ცსკა"-სთან გამართავს. https://m.youtube.com/watch?v=IBVDw-3exW4&feature=youtu.be

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები