Belive

24 წუთი პარკეტზე და ბრწყინვალე სტატისტიკა - გოგა ბითაძე Vs. მილუოკი

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "მილუოკი ბაქსს" საკმაო წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მეტოქისა და სრულიად ლიგის ვარსკვლავს - იანის ანტეტოკუნმპოს ვერაფერი მოუხერხა და უხვქულიანი მატჩში 133:142 დამარცხდა. 21 წლის ქართველი ცენტრი თამაშში ამჯერადაც სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა,  საკმაო  დრო, 24 წუთი მიეცა და საკმაოდ პროდუქტიულიც გამოდგა. გოგას მონაგარი 10 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. იმ პერიოდში, როდესაც ბითაძე მოედანზე იყო, პეისერსმა სტუმრებზე 1 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ინდიანაში მე-3 მაჩვენებელი იყო.

სხვა სტატიები