შენგელია ვირტუსს ინფექციური დაავადების გამო ვერ ეხმარება
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
"ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგაზე 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ქართველი ვარსკვლავის გარეშე ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, შენგელიას ჩუტყვავილა აქვს და კლუბს სწორედ ამ მიზეზის გამო ვერ ეხმარება.
თორნიკე შენგელიას გარეშე "ვირტუსმა" ორი მატჩი გამართა - "პარტიზანთან" 79:88 დამარცხდა, ხოლო "ალბას" სტუმრად 74:96 სძლია. ქართველი ვარსკვლავის უთამაშებლობის პირობებში ჯორდან მიკიმ მნიშვნელოვანი სათამაშო წუთები მიიღო - "პარტიზანთან" გამართულ შეხვედრაში მიკიმ 13 ქულისა და 9 მოხსნის დაგროვება შეძლო.