Belive

შენგელია ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

თორნიკე შენგელია იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "ვირტუსის" ქართველი ლიდერი ფენომენალურ სეზონს ატარებს და გუნდს წარმატების მიღწევაში ეხმარება, რაც ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ რჩებათ.

სერია A-ს მე-13 ტურში, "პისტოიასა" და "ვირტუსის" დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა მარცხით, 70:91 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში, თორნიკე შენგელიამ 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ხუთეულში თორნიკე შენგელიასთან ერთად, "ვირტუსის" კიდევ ერთი კალათბურთელი - დენიელ ჰეკეტიც მოხვდა.

სერია A-ს მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი

თორნიკე შენგელია ("ვირტუსი"), დენიელ ჰეკეტი ("ვირტუსი"), ალესანდრო ჯენტილე ("სკაფატი"), ნიკო მანიონი ("ვარეზე"), ანდრეის გრაზულისი ("ტრენტო").

სხვა სტატიები