თორნიკე შენგელიას 14 თებერვალს VTB ლიგის "ოლ სტარზე" უნდა ეთამაშა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო, ქართველი კალათბურთელი თამაშში მონაწილეობის მიღებას ვეღარ მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ "ცსკა"-ს ერთ-ერთ ლიდერს მუხლი ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაუზიანდა. თორნიკემ “ზიელონა გორასთან" მეოთხე მეოთხედის და თამაშის დასრულება ამის გამო ვერ შეძლო.
VTB ლიგის ოფიციალური საიტის თანახმად, შენგელია უკვე შეიცვალა - 29 წლის კალათბურთელის ნაცვლად "ოლ სტარზე" "ენისეი კრასნოიარსკის" ცენტრი, დასტინ ჰოგი ითამაშებს.
ჯერჯერობით მოსკოვური გუნდისთვის უცნობია, თუ ზუსტად როდის დაბრუნდება თორნიკე პარკეტზე. "ცსკა"-ს სამედიცინო შტაბის კონკრეტული ინფორმაცია ცოტა ხანში ექნება.