შენგელია ევროლიგის საუკეთესო მექულეებს შორის - თოკო მეექვსე ადგილზეა
ევროლიგის მე-14 ტურის წინ, ევროლიგის ოფიციალური საიტი მიმდინარე სეზონის 10 საუკეთესო მექულის სიას აქვეყნებს, სადაც მე-6 პოზიციას საქართველოს ნაკრებისა და "ვირტუს ბოლონიას" ლიდერი - თორნიკე შენგელია იკავებს.
TOP 10 Scoring Leaders in EuroLeague 🏀
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) December 14, 2023
1 𝗠𝗶𝗸𝗲 𝗝𝗮𝗺𝗲𝘀 I 19.1 PTS
2 𝗠𝗮𝗿𝗸𝘂𝘀 𝗛𝗼𝘄𝗮𝗿𝗱 I 18.5 PTS
3 𝗦𝗵𝗮𝗻𝗲 𝗟𝗮𝗿𝗸𝗶𝗻 I 17.7 PTS
4 𝗡𝗶𝗸𝗼𝗹𝗮 𝗠𝗶𝗿𝗼𝘁𝗶𝗰 I 17.6 PTS
5 𝗦𝗵𝗮𝘃𝗼𝗻 𝗦𝗵𝗶𝗲𝗹𝗱𝘀 I 17.4 PTS
6 𝗧𝗼𝗸𝗼 𝗦𝗵𝗲𝗻𝗴𝗲𝗹𝗶𝗮 I 17.3 PTS
7…
როგორც ევროლიგის ოფიციალურ საიტსა და სოციალურ ქსელში ვხედავთ, ევროლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მექულე - მაიკ ჯეიმსია, რომელიც "მონაკოს" ღირსებას იცავს და მას თამაშში საშუალოდ 19.1 ქულა აქვს.
მეექვსე პოზიციას კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ვირტუს ბოლონიას" ერთ-ერთი მთავარი ლიდერი - თორნიკე შენგელია იკავებს, რომელიც მატჩში საშუალოდ 17.3 ქულას აგროვებს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია და "ვირტუსი" შემდეგ მატჩს 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე, "ბასკონიას" წინააღმდეგ გამართავენ.