სეზონის ბოლო მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა” ,,დალას მავერიქსი'' სტუმრად 21-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 138:117 დაამარცხა.
,,სპურსის” შემადგენლობაში 32 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 23 ქულა (ყველაზე მეტი ,,სან ანტონიოში''), 11 მოხსნა, 4 ასისტი და 1 დაფარება მოაგროვა.
სანდრომ მატჩში 7-დან 4 სამქულიანი, 10-დან 4 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
,,სან ანტონიომ” სეზონი 22 მოგებითა და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 ადგილზე დაასრულა.
Closing out the season with a SPURS WIN!!! 🖤 Thank you for everything this #Spurs50 season, Spurs family! #PorVida | @FrostBank | #ad pic.twitter.com/QUfAsf1vHb
— San Antonio Spurs (@spurs) April 9, 2023