Belive

დუდა სანაძის გუნდი დამარცხდა, მაგრამ ქართველს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა

2 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რანგით მე-2 ლიგაში, დუდა სანაძის პალმერ მალიორკა ბასკეტი ალიკანტესთან 73:109 დამარცხდა.

უშანსოდ დამარცხების მიუხედავად, ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, დუდამ 23:30 წუთი ითამაშა, რა დროშიც მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

7 ტურის შემდეგ პალმერ ბასკეტი 1 მოგებით და 6 მარცხით ბოლო, მე-17 პოზიციაზეა. მომდევნო ტურში დუდა სანაძის გუნდი ესპანეთის თასზე ესტუდიანტესს შეხვდება, მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები