Belive

სერბეთი კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალშია

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალურ მატჩში, ლიეტუვა სერბეთს დაუპირისპირდა. ლიეტუვამ პირველ პერიოდში მეტოქეს ღირსეული ბრძოლა გაუმართა და 25:24 გაიმარჯვა, მაგრამ მე-2, მე-3 და მე-4 პერიოდები სერბეთის სრული დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით 68:87 დასრულდა.

ლიეტუვასთან მოპოვებული გამარჯვების შედეგად, სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2-ფინალში გავიდა და ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.

სერბეთის გამარჯვებაში ლომის წილი ბოგდან ბოგდანოვიჩმა შეიტანა, რომელმაც 21 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ფილიპ პეტრუშევსაც (17 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი).

ლიეტუვას შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტადას სედეკერსკისი გახდა, რომელმაც 14 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები