საქართველოსა და ავსტრალიის შეხვედრა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ბოლო ამხანაგურ შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ხვალ ჩანიშნული მატჩი დახურული სახის იქნება და პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა:
,,საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებები ამხანაგური მატჩს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან. სხვა მაყურებლებისთვის დარბაზის კარი დახურული იქნება და გუნდების შეთანხმების საფუძველზე არც მატჩის ტრანსლაცია გადაიცემა. ეს იქნება სავარჯიშო ხასიათის ტესტ-მატჩი. ისეთი, როგორიც ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში უკვე ითამაშა ეგვიპტესთან და ირანთან!'' - წერია ფედერაციის განცხადებაში.
საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ზუროსის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.