Belive

საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს - ფიბამ მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, ფიბამ ე.წ  Power Rankings-ი ბოლოჯერ გამოაქვეყნა.

განახლებულ რეიტინგში ტურნირის მთავარი ფავორიტი კვლავ ამერიკის ნაკრებია, 32 გუნდში კი ყველაზე დიდი, 5-ადგილიანი პროგრესი საქართველოს აქვს - ილიას ზუროსის გუნდი 23-ე პოზიციის ნაცვლად, მე-18 ადგილს იკავებს.

,,პირველი ორი კვირა საქართველოს ნაკრებისთვის კარგი არ ყოფილა, ბოლო პერიოდი კი ბევრად უკეთესი იყო. საქართველომ მოუგი იორდანიას, მონტენეგროსა და ირანს და ამ თამაშებში გუნდს სამი სხვადასხვა ლიდერი - სანდრო მამუკელაშვილი, გოგა ბითაძე და გიორგი შერმადინი ჰყავდა.

 

რა თქმა უნდა, მათ აშშ, საფრანგეთი ან ესპანეთი არ დაუმარცხებიათ, მაგრამ კაბო ვერდესთან და ვენესუელასთან მაინც ფავორიტები იქნებიან. ორი მოგება ჯგუფში და ისინი პლეი-ოფში არიან,'' - წერს ფიბა ჩვენს ნაკრებზე.

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ზუროსის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

Power Ranking-ში ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი, სლოვენია მე-8 ადგილს (-4) იკავებს, 31-ეა კაბო ვერდე, 25-ე კი - ვენესუელა.

 

სხვა სტატიები