საქართველოს U18 ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა
4 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე დიდი ბრიტანეთი 80:67 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი 20 ქულა ავთანდილ ბახტაძემ ჩააგდო, 13-13 ქულა მიითვალეს ნიკოლოზ აბულაძემ და ამირან აროშიძემ, 10 ქულა ალექსანდრე დაუშვილმა ჩააგდო, 9 გიორგი ცაგარეიშვილმა, 7 ლუკა კოტლიარევსკიმ, 6 ლუკა მუჯირიშვილმა და 2 საბა შარაშიძემ.
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 27 ივლისს, 16:00 საათზე ავსტრიას დაუპირისპირდება.