Belive

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ნორვეგია დაამარცხა

4 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს 18-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა მესამე მატჩში ნორვეგია 63:59 დაამარცხა და ამით ჯგუფიდან გასვლის ძალიან კარგი შანსი გაჩნდა.

მატჩში ყველაზე მეტი 18 ქულა ავთანდილ ბახტაძემ მიითვალა, 14 ქულა დააგროვა ალექსანდრე დაუშვილმა, 11 ნიკოლოზ აბულაძემ, 8 ამირან აროშიძემ, 6 ლუკა კოტლიარევსკიმ, 5 ლუკა ტაბაღუამ და 1 თემურ კაპანაძემ.

U18 ნაკრები თბილისის დროით დღეს 18:00 საათზე ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალიას დაუპირისპირდება, თუ ამ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ, ჯგუფიდან გასვლას მოახერხებენ და მეოთხედფინალის საგზურსაც გაიფორმებენ, მაგრამ არსებობს სხვა ვარიანტიც: თუ პორტუგალიასთან ქართველები გაიმარჯვებენ, 3 მოგებითა და 1 მარცხით მე-2 ადგილზე გადიან, ხოლო თუკი დამარცხდნენ, 3 ნაკრები – პორტუგალია, ნორვეგია და საქართველო ჯგუფურ ეტაპს თანაბარი ქულებით ასრულებენ და მათ შორის საუკეთესოს ურთიერთშეხვედრებში მითვლილი ქულათა ბალანსი გადაწყვეტს. ნორვეგიას 4 ქულით ჰყავს დამარცხებული პორტუგალია, საქართველოსთან ასევე 4-ით წააგო და ხსენებულ 3-გუნდიან ტაი-ბრეიკში ბურთების შეფარდება 0 აქვს. საქართველომ ნორვეგია 4 ქულით დაამარცხა და შესაბამისად, პლუს 4 აქვს. გამოდის, თუკი საქართველომ პორტუგალიასთან ბოლო ტურში 3 ქულით წააგო მეორე ადგილზე მაინც გავა და მომდევნო ეტაპზეც იასპარეზებს.

ბოლო შეხვედრამდე სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება: