Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა

4 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა: ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ის მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, სერბ ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლება აქვს ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც, რომელმაც უკვე ითამაშა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ტურნირის საწყის 2 მატჩში.

კამარ ბოლდუინი გამთამაშებელია და ესპანური „ბასკონიას“ ღირსებას იცავს. ბოლდუინი ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ბასკონიელებს ევროლიგაშიც ეხმარება. კამარი 27 წლისაა და ევროპაში მთლიანობაში მე-4 პროფესიულ სეზონს ატარებს. ბასკონიაში ის ამ სეზონის წინ გადავიდა, მანამდე კი თურქული „ტურკ ტელეკომის“ (2020-2021), გერმანული „გიოტინგენის“ (2022-2023) და იტალიური „ტრენტოს“ (2023-2024) ღირსებას იცავდა. 

ბასკონიაში ბოლდუინის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა ასეთია: ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინმა 2 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 31 წუთში 15 ქულას, 5 პასს, 3 მოხსნას და 1.5 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგაში ბოლდუინმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალოდ 16 წუთს თამაშობს და 6.1 ქულას, 3.3 პასს და 1.4 მოხსნას აგროვებს.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები