საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანია 29 ქულით დაამარცხა
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:60 დაამარცხა. შედეგად, ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპი დაძლია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მარკის რიდი გამოირჩა, რომელმაც 28 წუთში 29 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა თორნიკე შენგელიამ - 27 ქულა, 11 მოხსნა, 5 დაფარება, 3 პასი, 3 ჩაჭრა.
დანიას 17 ქულით, 2 ასისტით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ჯონათან კლუსმანმა ულიდერა.
საქართველო 2 მოგებითა და 2 წაგებით ჯგუფის მეორე პოზიციაზეა. ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 2 ივლისს, უკრაინასთან სტუმრად გამართავს.
თითოეული 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3-3 ნაკრები გავა. ეს ნაკრებები 2026 წლის აგვისტოში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ, 2027 წლის თებერვალში კი 12 მათგანი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს გაიფორმებს.
მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც 2027 წლის 27 აგვისტოს დაიწყება და 12 სექტემბერს დასრულდება, კატარი უმასპინძლებს.
წინა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად იასპარეზა და 2 მოგებით ჯგუფიდან გასვლაც შეძლო.