საქართველომ ამხანაგურ მატჩში ლატვია დაამარცხა
დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, რიგაში, ლატვია ათქულიანი სხვაობით, 87:77 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ "ჯვაროსნებს" დღევანდელ დაპირისპირებაში, გუნდის ორი ლიდერი, თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარნენ, მათ მაინც შეძლეს მეტოქის დამარცხება.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. დღევანდელი ამხანაგური შეხვედრაც, საკვალიფიკაციო თამაშებისთვის, ერთგვარი მოსამზადებელი მატჩი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპზე კი, საქართველო, 2 შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივლისს "ჯვაროსნები", ისევ რიგაში, უკრაინას დაუპირისპირდებიან. ხოლო 5 ივლისს, თბილისში, ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.
🏀 Before the World Cup qualifying round matches against Ukraine and Spain, Georgian National Basketball Team defeated Latvia in an away friendly match 87:77. pic.twitter.com/YmUanWq6g3
— Irakli Giorgadze (Georgian Sport) 🇬🇪 (@IrakliGior1706) June 28, 2026