Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები რეიტინგში დაქვეითდა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ფანჯარაში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წარუმატებლად იასპარეზა. თებერვალში, საქართველოს ნაკრები ჯერ დანიასთან შემდეგ კი სერბეთთან დამარცხდა და პირველი ფანჯარა 2 მარცხით დაასრულა.

FIBA ოფიციალურ ვებგვერდზე სტატისტიკას აფასებს და არაოფიციალურ ძალთა თანაფარდობას აქვეყნებს, რომელშიც საქართველომ 9 პოზიციით უკან დაიხია და 23-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.

რეალურად, საქართველოს ევრობასკეტ 2025-ზე ასპარეზობის შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ G-ჯგუფში დანიაზე უკეთეს პოზიციას დაიკავებს. ყველაფერი არც ისე კარგად დაიწყო, რადგან საქართველო ორივე მატჩში დამარცხდა და ფანჯარა 0:2 ბალანსით დაასრულა. საქართველოს შვება მხოლოდ ის გარემოებაა, რომ დანიასთან 6-ქულიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი - დანიამ კი ფინეთის დამარცხება ვერ მოახერხა. -

ძალთა თანაფარდობის განახლებულ არაოფიციალურ რეიტინგში პირველ ადგილს სერბეთი იკავებს, რომელმაც საფრანგეთს გადაასწრო. მესამე ადგილზე ლატვიაა, ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს საბერძნეთი და იტალია იკავებენ.

სხვა სტატიები