საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლატვიასთან 28 ქულით დამარცხდა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მასპინძელ ლატვიასთან 28-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 55:83 დამარცხდა. დღევანდელ მატჩში არ უთამაშია ჩვენი ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიას.
შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრაში გადამწყვეტი მე-2 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც მეტოქემ 17 ქულით იმარჯვა.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის შემადგენლობაში 14 ქულითა და 4 მოხსნით სანდრო მამუკელაშვილი გამოირჩა. 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა და 1 ასისტი იყო გოგა ბითაძის ანგარიშზე.
ლატვიელებს 18 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ჩაჭრით არტურს სტრაუტინსმა ულიდერა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის მომავალ მატჩს ხუთშაბათს, 4 ივლისს, ფილიპინების წინააღმდეგ გამართავს.