საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ეგვიპტესთან დამარცხდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც ტრევიზოში საწვრთნელ შეკრებაზეა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ეგვიპტესთან 76:81 დამარცხდა.
პირველი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 43:43 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მეტოქემ 5 ქულით, 38:33 იმარჯვა.
საქართველოს ნაკრებს 17 ქულით დუდა სანაძემ ულიდერა, 12 ქულა იყო სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე.
ილიას ზუროსის გუნდი მომავალ შეხვედრას სამშაბათს, პირველ აგვისტოს, ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.