Belive

საქართველოს ნაკრებმა ფინეთი გაანადგურა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ფინეთი 81:64 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 17:21 დათმო, დანარჩენ სამ მეოთხედში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა - 21:19, 17:13, 26:11.

  • მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა თორნიკე შენგელიამ დააგროვა, მას ასევე 4 მოხსნა, 6 ასისტი 2 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა.

დანარჩენი ქართველი კალათბურთელების მონაგარი:

  • კამარ ბოლდუინი - 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება.

  • დუდა სანაძე - 12 ქულა, 1 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა.

  • ბექა ბურჯანაძე - 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი და 1 დაფარება.

  • რატი ანდრონიკაშვილი - 6 ქულა, 2 მოხსნა, 6 ასისტი, 4 ჩაჭრა.

  • გიორგი შერმადინი - 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

  • ალექსანდრე ფევაძე - 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი

  • კახაბერ ჯინჭარაძე - 3 მოხსნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფში 6 ქულით მე-2 ადგილზეა.

სრულად ჯგუფი ასე გამოიყურება:

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის G ჯგუფი

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრებს, 21 თებერვალს დანიის წინააღმდეგ, ხოლო 24 თებერვალს სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები