Belive

"ევრობასკეტის X ფაქტორები არიან" - ფანები საქართველოს ტრიუმფს ეხმაურებიან

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

7 სექტემბერი ქართული კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პლეი-ოფში საფრანგეთი დაამარცხა (80:70) და ისტორიაში პირველად, ევრობასკეტის 1/4-ფინალში ითამაშებს.

საქართველოს ტრიუმფს ფანები მსოფლიოს მასშტაბით ეხმაურებიან და ჩვენს ნაკრებს ტურნირის X ფაქტორად მოიხსენიებენ.

  • ფინეთი და საქართველო ევრობასკეტის X ფაქტორები არიან.

  • ყველა სლოვენიელის სახელით: მადლობა საქართველო!

  • მე ფრანგი ვარ, მაგრამ დღეს საქართველომ ბრწყინვალედ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.

  • როგორც ჩანს ტურნირს ფავორიტები ვერ მოიგებენ - დღეს ამბიციები და დისციპლინა იმარჯვებს.

  • როგორც ჩანს მხოლოდ ესპანელები არ ვართ ძალიან ცუდები.

  • მსოფლიო შოკს მიიღებს, როდესაც ფინალში პოლონეთსა და საქართველოს ვიხილავთ.

ევრობასკეტის 1/4-ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები