Belive

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თორნიკე შენგელია შეუერთდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იტალიის ქალაქ ტრევიზოში გადის.

ეროვნულ ნაკრებს 17 ივნისს შეუერთდა თორნიკე შენგელია. თოკომ სეზონი ცოტა ხნის წინ დაასრულა და მცირეოდენი დასვენების შემდეგ ვარჯიშს განაახლებს. შენგელია სამშაბათს ინდივიდუალურად ივარჯიშებს.

ნაკრებს 2 დღის წინ შეუერთდა ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც კლუბ მონაკოსთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ნაკრებს 18 ივნისს შეუერთდება ამერიკელი ნატურალიზებული კალათბურთელი, ჯო ტომასონი, რითაც გუნდის კალათბურთელებით შევსება დასრულდება და უკვე 3 დღეში შემადგენლობა 3 კალათბურთელით შემცირდება. მოგეხსენებათ, ტრევიზოდან ჩვენი ნაკრები 2 საათის სავალი გზით დაშორებულ ქალაქ ტრენტოში მიემგზავრება, სადაც პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიის ეროვნულ გუნდთან. ტრენტოში ნაკრები 15 კალათბურთელით გაემგზავრება, ხოლო 3 მოთამაშე მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით ნაკრებს დატოვებს და თბილისში გამოემგზავრება.

იტალიასთან მატჩი 23 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება და საწვრთნელ პროცესს ქალაქ იურმალაში გააგრძელებს, სადაც 26 და 28 ივნისს მორიგ სპარინგ-მატჩებს გამართავს შესაბამისად კამერუნისა და ეგვიპტის ნაკრებებთან.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები