Belive

"საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს" - სერბეთის მთავარი მწვრთნელი

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სერბეთის კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - სვეტისლავ პეშიჩი, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ფინეთს ძლიერი გუნდები ჰყავთ. 

73 წლის სერბი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია სერბეთს დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს. 

ამჟამად კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებული. რაც შეეხება ევრობასკეტ 2025-ს ჯგუფში ორი ისეთი მეტოქე გვეყოლება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველო და ფინეთი დიდი ტურნირების ფავორიტთა შორის არ განიხილებიან, მაგრამ მათ ძლიერი გუნდები ჰყავთ და შეუძლიათ, რომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიონ.
- სვეტისლავ პეშიჩი

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:30 საათზე გაიმართა. 32 ქვეყნის ნაკრები 8 კალათაში გადანაწილდა და გუნდები კონტინენტის პირველობის 24 საგზურისთვის ბრძოლას გააჩაღებენ.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები G-ჯგუფში სერბეთისფინეთისა და დანიის წინააღმდეგ იასპარეზებს. პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.  

სხვა სტატიები