Belive

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში მე-2 ადგილით გავიდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი 3 მოგებითა და 1 წაგებით დაასრულა.

ბოლო ტურში ჩვენი გუნდი პირველი ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტს, უნგრეთს დაუპირისპირდა და 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 62:68 დამარცხდა.

საქართველოს დავით ფაჩულიამ ულიდერა, რომელმაც 32 წუთში 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 12 ქულა, 6 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო მათე ხატიაშვილის ანგარიშზე.

უნგრელთა რიგებში 17 ქულით, 8 მოხსნითა და 1 ასისტით მიკლოშ ასტალოში გამოირჩა.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა მე-2 ადგილით შეძლო და მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები