Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები დაამარცხა

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის, უკანასკნელ, მესამე ეტაპზე, L-ჯგუფში პირველი მატჩი გამართა. საქართველომ ნიდერლანდები დიდი ანგარიშით, 77:66 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებიდან გამოსარჩევი, თორნიკე შენგელიას თამაში იყო, რომელმაც გუნდს 21 წუთში, 20 ქულა, 4 მოხსნა შესძინა, თუმცა კაპიტანმა თამაში, ტრავმის გამო, ნაადრევად დატოვა. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სირთულე და შეძლებს თუ არა თორნიკე მოახლოებულ ევრობასკეტზე, საქართველოს ნაკრების დახმარებას. ასევე გამორჩეული მატჩი ჩაატარეს სანდრო მამუკელაშვილმა (10 ქულა, 10 მოხსნა) და თად მაკფადენმა (19 ქულა, 5 ასისტი). შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები შემდეგ მატჩს, 27 აგვისტოს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 22:30-ზე დაიწყება, რომელსაც ბრეშა უმასპინძლებს.

სხვა სტატიები