Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ ბოისას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს:

,,ოკინავაში მეორე ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც NBA-ის რამდენიმე კალათბურთელია. მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ასევე, იგეგმება ძლიერი გუნდების სტუმრობა თბილისის ოთხთა ტურნირზე. მათ შორის იქნება მონტენეგრო. გვექნება გასვლითი მატჩები ბალტიისპირეთში. ასე რომ, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკითა და კარგად მომზადებული შეხვდება,'' - ბოისას სიტყვებს პირველი არხი ციტირებს.

ავსტრალია ფიბას რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. ნაკრებმა ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მე-4, ოლიმპიადაზე კი მე-3 პოზიცია დაიკავა.

საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდი მეორე მატჩს 28 აგვისტოს, ჯგუფის ფავორიტთან, სლოვენიის ნაკრებთან ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში კი, 30 აგვისტოს, ვენესუელას შეხვდება.

სხვა სტატიები