საქართველო ისტორიას ქმნის - FIBA ეროვნულ ნაკრებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
2 წლის წინ
კალათბურთი
5 წთ
- FIBA Eurobasket 2022 – ევროპის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიძლიერე
- “როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, ყველა შენგელიასა და შერმადინზე ფიქრობს” – სერჯიო სკარიოლო
- FIBA | ახალ არენაზე გამართულ სადებიუტო მატჩში, საქართველომ ესპანეთი დაამარცხა
- სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ”
ევრობასკეტზე საქართველო თანამასპინძელი ქვეყნის სტატუსით იასპარეზებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევრობასკეტზე მონაწილეობა გარანტირებული ჰქონდა, საკვალიფიკაციო ეტაპზე მაინც იასპარეზა, რათა ნაკრებს პრინციპულ მეტოქეებთან დაპირისპირების გამოცდილება მიეღო. E-ჯგუფში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა და ცალკე აღნიშვნის ღირსია ბელგრადში, სერბეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება. აღნიშნულ დაპირისპირებაში ტად მაკფადენმა 33 ქულის დაგროვება შეძლო, ხოლო გიორგი შერმადინმა 23 ქულასთან ერთად 11 მოხსნასაც მოუყარა თავი. ბელგრადში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველომ სრულიად ევროპას მკაფიო მესიჯი გაუგზავნა: "არ არსებობს ნაკრები გუნდი, რომლის დამარცხებასაც ვერ შევძლებთ!" ევრობასკეტზე ზუროსის განკარგულებაში საუკეთესო ქართველი კალათბურთელები იქნებიან, მათ შორის წინა ხაზის საუკეთესო შემტევები და გასაოცარი ტად მაკფადენი. ადგილობრივი საოცრება - რატი ანდრონიკაშვილი მაკფადენს დაეხმარება. ასევე არ დავივიწყოთ, გიორგი ცინცაძე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვებული. ზუროსს შესაძლებლობა ექნება, რომ აქტიურად დატვირთოს ნაკრების ახალწვეული კახაბერ ჯინჭარაძე და გუნდის კიდევ ერთი ბრწყინვალე ვეტერანი დუდა სანაძე, რომელიც ზედიზედ მეოთხე ევრობასკეტისთვის ემზადება. ათლეტურობითა და დაცვითი უნარებით, ბექა ბურჯანაძე მცირე ფორვარდის პოზიციაზე იდეალური არჩევანი იქნება. თუ, რა თქმა უნდა, ზუროსს აღნიშნულ პოზიციაზე მისი კაპიტნის - თორნიკე შენგელიას ხილვა არ სურს. საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და ლიდერს ფლანგზე თამაშის გარკვეული გამოცდილება აქვს და უკვე კარგად ვიცით, რომ შენგელია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. საქართველო სოლიდური "დიდი კაცების" ნაკლებობას არ განიცდის. სანდრო მამუკელაშვილს ბრწყინვალე 3-ქულიანების შესრულების უნარი აქვს, ხოლო ცენტრის პოზიციაზე გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის დუეტის ხილვა, ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. შერმადინი ევრობასკეტს ხვდება, როგორც ესპანეთის ACB-ის ერთ-ერთი ელიტური ცენტრი, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ის თბილისში შოუს დადგამს.
საქართველო FIBA-ს უკანასკნელ 10 ივენთზე
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპი. E-ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილი
შეგახსენებთ, საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის A-ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, “თბილისი არენაზე” გაიმართება.