"ბასკონიას მოუწევს საკუთარი ყოფილი ვარსკვლავის, თოკო შენგელიას შეჩერების გზების პოვნა" - Euroleague
11 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ხვალ ევროლიგის მე-14 ტურში ესპანურ "ბასკონიას" დაუპირისპირდება. ქართველი კალათბურთელი თავის ყოფილ გუნდს შეხვდება, სადაც 2014-2020 წლებში გამოდიოდა.
ევროლიგის ოფიციალური საიტი აღნიშნულ შეხვედრაზე წერს და ქართველის ბრწყინვალე სეზონს აღნიშნავს
"ბასკონიას" მოუწევს საკუთარი ყოფილი ვარსკვლავის, თოკო შენგელიას შეჩერების გზების პოვნა, რომელიც აგრძელებს ბრწყინვალე სეზონს. ქართველმა კალათბურთელმა წინა მე-13 ტურში "მაკაბის" წინააღმდეგ 27 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. თორნიკე შენგელია საშუალოდ 22.3 სარგებლიანობის კოეფიციენტით ლიგას ლიდერობს. მეოთხე ამ კატეგორიაში არის ბასკონიას ახალი გმირი, ჩიმა მონეკე 20.1-ით. - ევროლიგა
შეგახსენებთ, ევროლიგის ცხრილში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" 9 მოგებით და 4 წაგებით მე-3 ადგილზეა. ესპანური ბასკონია კი 8 მოგებით და 5 წაგებით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
მატჩი 14 დეკემბერს 23:30 საათზეა დაგეგმილი