სან ანტონიო მინესოტასთან დამარცხდა
6 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "მინესოტა ტიმბერვულვზთან" 92:106 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილმა 8:23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (3-დან 1 სამქულიანი), 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ენტონი ედვარდსმა ჩააგდო, 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამას.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 13 მოგებით და 13 მარცხით მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.