Belive

სანდრო მამუკელაშვილმა ყოფილ გუნდს მოუგო

3 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ტორონტო რაპტორსს უმასპინძა და მეტოქე 131:125 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილისთვის ეს ყოფილ გუნდთან დაპირისპირების პირველი შესაძლებლობა იყო - ქართველს ძირითად ხუთეულში არ დაუწყია, თუმცა 23 წუთი მიიღო და კარგად გამოიყენა. სანდრომ ლეიკერსს 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. ჩააგდო 2-დან 2 ორქულიანი, ხოლო პერიმეტრიდან 5-ჯერ ისროლა და 2-ჯერ ზუსტი აღმოჩნდა.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა - ლეიკერსის ლიდერმა 45 ქულა, 15 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

7 თამაშის შემდეგ, ლეიკერსს, 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.

სხვა სტატიები