Belive

სანდრო მამუკელაშვილმა დალასს 14 ქულა ჩაუგდო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის კიდევ ერთ მატჩში "სან ანტონიო სპურსი" "დალასს" სტუმრად ეთამაშა შეხვედრა 110:93 დათმო. სან ანტონიოსთვის ეს მე-8 მარცხი იყო სეზონში, გრეგ პოპოვიჩის გუნდს 6 შეხვედრა აქვს მოგებული.

სანდრო მამუკელაშვილმა 17 წუთი მიიღო და დრო კარგად გამოიყენა. ქართველმა გუნდს 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და მეტოქეზე ერთი დაფარება მოუტანა. სანდრომ 6 სამქულიანიდან 2-ჯერ ჩააგდო, ერთხელ ისროლა საშუალო დისტანციიდან და ზუსტი იყო, საჯარიმოს ხაზზე კი 6-ჯერ დადგა და არცერთხელ შემცდარა. NBA-ის მიმდინარე სეზონში მამუკელაშვილისთვის ეს ყველაზე შედეგიანი თამაში იყო, მან მხოლოდ პრე-სეზონზე, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ დააგროვა 15 ქულა.

დალასს კაირი ირვინგმა ულიდერა, NBA-ის ჩემპიონმა 22 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. სან ანტონიოს მხრიდან ყველაზე მეტად ვის ლიდერობასაც ელიან, თამაში გამოტოვა - ვიქტორ ვემბანიამას ფეხის ტრავმა აწუხებს და ისვენებს.

სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციის მე-12 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 20 ნოემბერს, საკუთარ კედლებში, "ოკლაჰომა სითის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები