Belive

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი საოცარი მატჩი | სან ანტონიომ დენვერი დაამარცხა

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "დენვერ ნაგეთსი" ბოლო წამზე 120:121 დაამარცხა, სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა დენვერელებს რეგულარულ სეზონში პირველი ადგილი დააკარგვინა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შესანისნავი შეხვედრაც ჩაატარა, მამუმ 30:23 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან მორიგი ორმაგი დუბლი მიითვალა, სანდრომ 21 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), 12 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ბლოკი დააგროვა.

სანდრო მამუკელაშვილისთვის 21 ქულა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია, ამას გარდა ეს მისთვის მესამე ორმაგი დუბლია, მან ამის გაკეთება ბოლო 7 შეხვედრაში შეძლო.

ყველაზე შედეგიანი მატჩი ჯამალ მიურეიმ ჩაატარა, მას 35 ქულა ჰქონდა. ვიქტორ ვემბანიამამ 34 ქულით და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ასევე ნიკოლა იოკიჩსაც ჰქონდა ორმაგი დუბლი, მან 22 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა.

"სან ანტონიო სპურსი" 21 მოგებით და 60 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზეა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი NBA-ს 2023/24 წლების რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრას "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი ხვალ, 14 აპრილს 23:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები