Belive

სან ანტონიომ მოიგო, ორლანდო დამარცხდა | სანდროს და გოგას არ უთამაშიათ

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ნიუ იორკ ნიქსი" ოვერტაიმში 126:130 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო არ მისცემია.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 61 ქულით საუკეთესო ჯეილონ ბრანსონი იყო. ვიქტორ ვემბანიამამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა, მას 40 ქულა და 20 მოხსნა ჰქონდა.

ვიქტორ ვემბანიამა NBA-ს ისტორიაში პირველი ახალწვეულია შაკილ ო'ნილის შემდეგ, რომელმაც 40 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.

ის ასევე გახდა პირველი მოთამაშე "სპურსის" ფრენჩაიზის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში 40+ ქულა, 20+ მოხსნა და 5+ პასი დააგროვა.

სანდრო მამუკელაშვილი და ვიქტორ ვემბანიამა

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 18 მოგებით და 56 მარცხით ბოლო ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 1 აპრილს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს.

NBA-ში დღეს მეორე ქართველის გუნდმაც ითამაშა, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" 100:97 დამარცხდა.

გოგა ბითაძეს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი კავაი ლეონარდი იყო, მან 29 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. პაოლო ბანკეროს 23 ქულა ჰქონდა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში "ორლანდო" 42 მოგებით და 31 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას ხვალ, 31 მარტს "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები