Belive

სანდრო მამუკელაშვილის 7 ქულა ვაშინგტონთან | ტორონტომ მოიგო

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ვაშინგტონ უიზარდსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და 125:134 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15 წუთზე მეტი გაატარა და ამ დროში გუნდს 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა. სანდრომ ორივე ნასროლი სამიანი ააცილა, ორქულიანებს კი 100%-ით ისროდა (3/3). ბოლო რამდენიმე თამაშია, სანდრო მამუკელაშვილის შედეგიანობა დავარდა.

60 ჩატარებული შეხვედრიდან 35 გამარჯვებით, ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. 3 დღეში, კანადელები, საკუთარ დარბაზში ნიუ იორკ ნიქსს მიიღებენ.

სხვა სტატიები