Belive

სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა ფინიქსთან | სპურსი ისევ დამარცხდა

8 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 106:131 დამარცხდა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო მამუკელაშვილს ხშირად სათამაშო დრო საერთოდ არ აქვს, ამ შეხვედრაში პარკეტზე საკმაო დრო გაატარა. სანდრომ 8 წუთი ითამაშა და ამ დროში 11 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება შეძლო. მამუკელაშვილმა 5-დან 4-ჯერ ზუსტად ისროლა საშუალო დისტანციიდან, სამქულინი კი 2 მცდელობიდან 1-ელ ჩააგდო. ქართველი საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა.

სან ანტონიოს არცერთ მოთამაშეს არ ჰქონია გამორჩეულად კარგი თამაში, მაგალითისთვის, ყველაზე მეტი ქულა მათ რიგებში კელდონ ჯონსონს ჰქონდა - 14 ქულა და 4 მოხსნა, ვემბანიამაც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ფრანგს 13 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ჰქონდა, თუმცა ბურთი 5-ჯერ დაკარგა.

ფინიქსს ლიდერებმა, დევინ ბუკერმა და კევინ დურანტმა მოაგებინეს, შესაბამისად 32 ქულით, 7 მოხსნითა და 9 პასით ბუკერი, ხოლო 25 ქულით, 4 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დურანტი გამოირჩა.

ფინიქსი პლეი-ოფის ზონაშია და მეექვსე ადგილს იკავებს, სან ანტონიო კი, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსანია.

სხვა სტატიები